სიახლე 

ფოთელმა ელენე წოწონავამ საქართველოს 77-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა 11 12 2019

2019 წელი ბრწყინვალე შედეგით დაასრულა 14 წლის ფოთელმა მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ. ამჯერად მან თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ისეთ საჭადრაკო ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მოიპოვა 2020 წლის საქართველოს 77-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური. ელენემ ამ წარმატებას საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში საპრიზო ადგილის დაკავებით მიაღწია. საქართველოში უკანასკნეული ათეულობით წლების განმავლობაში 14 წლის ასაკში მსგავსი შედეგისთვის არავის მიუღწევია. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არის დახურული ტურნირი და მასში მონაწილეობს საქართველოს საუკეთესო 10 მოჭადრაკე ქალი. ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, სოფიკო ხუხაშვილი, სოფიო გვეტაძე, ნინო ხომერიკი და მათან ერთად ელენე წოწონავა. ეს არის ის შემადგენლობა რომელიც იასპარეზებს ქალთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

მსგავსი სტატიები