სიახლე 

ფოთი ახალ წელს ახალი ილუმინაციებით შეხვდება 13 12 19

ფოთი ახალ წელს ახალი ილუმინაციებით შეხვდება. ამის შესახებ ფოთის მერის მოადგილემ, პაატა ლაგვილავამ განაცხადა. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ქოლორფულ სფირით“-მა გაიმარჯვა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქგაფორმების სამუშაოებს განახორციელებს. ამჟამად ილუმინაციების და სადღესასწაულო განათების მოწყობილობების მონტაჟი აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს და რუსთაველის რკალზე, აკაკის და სამეგრელოს ქუჩებზეც გაგრძელდება. რის გამოც ავტომობილების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება. პაატა ლაგვილავას განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს გაიმართება. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ფოთის მერია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

მსგავსი სტატიები