საკრებულოს დარბაზში ,,ძალადობის ჯაჭვის” ფარგლებში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და მიღებული შედეგები განიხილეს. შეხვედრის მიზანი ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, საკითხის ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში” ჩვენება გაიმართა. შეხვედრის დასასრულს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა, ია გორგოტაძემ კლუბის წევრებს სერთიფიკატები გადასცა.
აქვე გთავაზობთ მოკლემეტრაჟიან ფილმს- ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში”.
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა პროფესიონალები: ფოთი (ფოთი)არწივები (ოზურგეთი) არმია (თბილისი)მოყვარულები:ჯარი დასავლეთი black coast...
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...