ფოთში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა 16 12 19
ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ჯემალ თოფურიას ოჯახის წევრები, მეგობრები, მოჭადრაკეები და მათი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.ფესტივალი 3-დან 15 დეკემბრის ჩათვლით საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“- ში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. მასში 400-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დასკვნით ბლიც-ტურნირში
მინაწილეობდნენ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუგა ყუფარაძე. ასევე საქართველოს მოქმედი და ექსჩემპიონები და პროზიორები სხვადასხვა ასაკში, საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და ფიდეს ოსტატები.
ფესტივალის სპონსორი წელსაც ტრადიციულად იყო ფირმა ,,კავტრექს ფოთი“ ,ორგანიზაცია , რომლსაც წლების მანძილზე ჯემალ თოფურია ხელმძღვანელობდა.გამარჯვებული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.