სიახლე 

ფოთის “ჭაბონამა” მოყვარულთა თასის გათამაშების ვიცეჩემპიონი გახდა 16 12 19

15დეკემბერს თბილისში,  ვარკეთილის  საფეხბურთო  ცენტრში გაიმართა  ,,მოყვარულთა თასი 2019-“ ის  ფინალური მატჩი  ფოთის  ,,ჭაბონამასა“  და   თბილისის ,,უქიმერიონს“ შორის

მთელმა მატჩმა  დაძაბულ, უშეღავათო  ბრძოლაში გაიარა. ანგარიში 11მეტრიანი დარტყმით  თბილისელებმა გახსნეს. „ჭაბონამას“ ფეხბურთელებმა  ანგარიში  ასევე 11მეტრიანი დარტყმით  გაათანაბრეს,  თუმცა მატჩის მიწურულს  ფოთელთა კარის მიმართულებით  საჯარიმო  დარტყმის  შემდეგ, უმეთვალყუროდ  დატოვებულმა   „უქიმერიონის“   თავდამსხმელმა  თავური დარტმით შესძლო გამარჯვების  გოლის  გატანა  და თავის  გუნდს  ჩემპიონის  ტიტული  მოუპოვა

შეგახსენებთ  რომ ფოთის „ჭაბონამა“   მოყვარულთა  თასის  გათამაშების დაარსებიდან  ჩატარებული ორივე  გათამაშების  უპირობო ლიდერი იყო და ორჯერვე ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული.

მსგავსი სტატიები