სიახლე 

ყოფილ პატიმარს დროებითი თავშესაფარი გამოუყვეს

ყოფილ მსჯავრდებულს დროებითი თავშესაფარი ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში გამოუყვეს. ციხიდან ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, გათავისუფლებული ალექსანდრე გალოკინი ფოთის მთავრობისგან დახმარებას, ჩვენი ეთერის მეშვეობით, დაახლოებით 2 კვირის მანძილზე ითხოვდა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი სოციალურად დაუცველი მამაკაცი პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებითაც იმუქრებოდა და აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს საქმეს სანანებლად გაუხდიდა. „კურსორ“-ში რამოდენიმეჯერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, როგორც თავად ამბობს მას დროებითი საცხოვრებელი ფართი გადაეცა.

მსგავსი სტატიები