ფოთში 15 წლის ლუკას ტრაგიკულად დაღუპვის გამო აქცია გაიმართა 19 12 19
15წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მთელი საქართველოს მაშტაბით აქციები იმართება.
ფოთში გუშინ ახალგაზრდების ჯგუფმა რამდენიმე ადგილას წარწერები ,, ამ ცხოვრების დედაც, სისტემა კლავს, ლუკა მაპატიე გააკეთეს . მსგავსი წარწერების ნახვა რუსთაველის რკალზე აღმაშენებლის ქუჩაზე და 9აპრილზეა შესაძლებელი.
წუხელ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრებმა ოფისიდან პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს და ეზოში წარწერები დატოვეს.
აქციის მონაწილეები მთელი ქვეყნის მაშტაბით დამნაშავეთა უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ.