„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას” თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს” თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია. გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთა და მარჩენალდაკარგულთა კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს, ასევე ისაუბრეს სოციალურ, საბინაო, დასაქმების, გადამზადების, გრანტების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს, რომელსაც ჰქვია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის მხარდაჭერით.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...