სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ lll გადაცემის მიმოხილვა 20 12 19

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთა და მარჩენალდაკარგგულთ კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს, ასევე ისაუბრეს სოციალურ, საბინაო, დასაქმების, გადამზადების, გრანტების და სხვა აქტუალურ საკითხებს.

მსგავსი სტატიები