ფოთის მერიის სააქტო დარბაზში ქალაქში გავრცელებულ თევზის სუნთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, მასში ჩართულები იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო- ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად კი მერიის ადმინისტაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. როგორც თავად ამბობენ, ისინი ხელისუფლების შეთავაზებას, რომ მუშა ჯგუფი შეიქმნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან , თუ ოთხივე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა პრობლემის მოგვარებამდე მუშაობას შეაჩერებს. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რადგანაც დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 60 ტონამდე თევზის ნაშთია დარჩენილი , მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ სამოქალაქო აქტივისტების და სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ აღნიშნული ნედლეული შევა ერთერთ ფაბრიკაში და მოხდება იქ გადამუშავება. ამის შემდეგ ფაბრიკები შეაჩერებენ მუშაობას.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება. მინისტრის თქმით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფოთში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...