სიახლე 

ფოთის მერიში თევზის სუნთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა 26 12 19

თევზის სუნთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა შედგა მერიაში. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთვაზეს, რომ ერთობლივად მოხდეს ოთხივე ქარხნის გატესტვა, რის შემდეგაც რომელი ქარხნიდანაც გამოვა სუნი, ის ავტომატურად უნდა დაიხუროს. ფოთში ჩამოსულია, სურსათის ეროვნული საააგენტოს 14 კაციანი ჯგუფი რომელიც საინიციატივო ჯგუფთან და მუნიციპალიტეტთან ერთად ჩაერთვება საწარმოო ექსპერიმენტში. ფოთელებს ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა. თუკი რეალური შედეგი არ დადგება და ისევ იქნება თვზის სუნი, ქალაქში გამოვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას“ – განაცხადა ვლადიმერ ამბალიამ.

მსგავსი სტატიები