სიახლე 

თევზჭერის ტურიზმის განვითარების საკითხზე ფოთში შეხვედრა შედგა 27 12 19

მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთელ მეთევზეებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის მუნიციპალიტეტს მარტოწყალას (ე.წ. „გაზკანტორის“) ტბა გადმოსცა, სადაც სათევზაო ტურიზმის ცენტრის მოწყობა იგეგმება. უკვე მოეწერა ხელი საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ქალაქი მიიღებს 60 000 ლარის ღირებულების გრანტს სპორტული მეთევზეობის განვითარებისთვის, გრანტის ფარგლებში მოეწყობა ტბის სათევზაო ინფრასტრუქტურა, ტბის მიმდებარედ განთავსდება ხის კოტეჯები, სტანდარტული და შშმ პირთათვის განკუთვნილი სათევზაო პირსები, მოეწყობა განათება, ბრაკონიერობის საწინააღმდეგოდ დამონტაჟდება ვიდეოკამერები, გამრავლდება თევზების პოპულაციები. აღნიშნულ თანხას ფოთის ბიუჯეტიდანაც ემატება დაახლოებით 10 000 ლარი. შეხვედრას თევზჭერის სხვადასხვა სტილის მიმდევრები ესწრებოდნენ, მათ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ტბის ინფრასტრუქტურის განვითრებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა რომ იანვრის შუა რიცხვებში უშუალოდ ტბასთან მოხდება მორიგი შეკრება, სადაც ყველა მხარე წარმოადგენს თავის ხედვას თვზჭერის ცენტრის განვითრების თაობაზე.

მსგავსი სტატიები