სიახლე 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთში სხვადასხვა უწყებებს ახალი წელი მიულოცეს 01 01 20

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილესთან პაატა ლაგვილავასთან ერთად შობა-ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს რომელიც 24საათიან რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, სასწრაფო დახმარების ცენტრში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, სასაზღვრო პოლიციაში, რკინიგზაში და შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ. მათ სასაჩუქრე კალათები გადასცეს და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

მსგავსი სტატიები