სიახლე 

ფოთში საშობაო მსვლელობა გაიმართა 07 01 20

ფოთში, საშობაო ალილო გაიმართა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს. საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგნელებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. ალილოზე შეგროვილი სურსათ-სანოვაგე, შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით აღდგა.

მსგავსი სტატიები