სიახლე 

ფოთში საშობაო კონცერტი გაიმართა 08 01 20

ფოთში შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მთავარ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან მოეწყო, მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა, ვოკალურმა და საესტრადო კოლექტივებმა მიიღეს. სპეციალური მოწვევით კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა “ფრანმა”-ც მიიღო. ნაძვის ხესთან მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ყველა მისულ სტუმარს გლინტვეინისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება ქონდა. სცენაზე 2019 წლის ფოთის საუკეთესო სპორტსმენთ დაჯილდოებაც მოხდა. საუკეთესოს ტიტული მოჭიდავე გივი ნადარეიშვილს ერგო, რომელმაც 2019 წელს სამბოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონაებტში დიდებს შორის III ადგილი მოიპოვა. მუნიციპალიტეტის სახელით სპორტსმენს ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენებით გადაეცა. ჯილდო 1000 ლარი გადაეცა ასევე მის მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს. მეორე ადგილი ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონს , ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცეჩემპიონს ჯაბა თურქიას ერგო ( ფულადი ჯილდო 1500 ლარი), მწვრთნელს კონსტანტინე ხუბუტიას 750 ლარი გადაეცა. მესამე ადგილი -2019 წელს ევროპის ჩემპიონატზე კრივში ჭაბუკთა შორის III ადგილის მოპოვებისათვის- გიორგი საჯაიას გადაეცა – (ფულადი ჯილდო -1000 ლარი), მწვრთნელ დავით დავთიანს კი 500 ლარი ფოთში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ფეხბურთის მწვრთელ-მასწავლებელი, ფოთის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ლემონჯავა. პარაოლიმპიურ სპორტულ პირველობაზე მიღწეული წარმატებისათვის ჯილდო გადაეცა ლევან ბიბილურს და მის მწვრთნელს ნუგზარ ფანცულაიას. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას და ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრის დირექტორის ბექა გუგუშვილის გადაწყვეტილებით, წლის წარმატებული სპორტსმენი გივი ნადარეიშვილი ჭიდაობის სკოლაში მწვრთნელად იმუშავებს.

მსგავსი სტატიები