სიახლე 

ფოთში, პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს 10 01 20

ფოთში მცხოვრები სვეტლანა ზარნაძე აცხადებს რომ მისი ძმა უკრაინის მოქალაქე 71წლის ანატოლი ზარნაძე ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. ანატოლი ზარნაძე ყოველწლიურად 3თვით ჩამოდიოდა საქართველოში. ბოლო ვიზიტისას თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. რის შემდგომაც ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადაც სვეტლანა ზარნაძეს განცხადებით რენტგენიც და ტომოგრაფიაც, გადაუღეს და საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს ავადმყოფს მკურნალობის გაგრძელება უბნის ექიმთან შესთავაზეს. მან კი ფილტვების ანთება დაუდგინა და ძვირადღირებული წამლები გამოუწერა. სვეტლანა ზარნაძეს განცხადებით მისი პროტესტის შემდეგ იგივე წამალი გამხსნელით 100ლარით ნაკლებ ფასად მისცეს. ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა და ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალ ,,ბაუში“ გადაიყვანეს სადაც ფილტვებში ჰაერის არსებობა დაუდგინეს და მისი ამოტუმბვისთვის ოპერაციის ჩატარება შესთავაზეს. სვეტლანა ზარნაძე ამბობს რომ ბაუში ოპერაციის შემდგომ უყურადღებობის გამო პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და მისი გადაყვანა სხვა კლინიკის რეანიმაციაში შესთავაზეს. სადაც რამდენიმე დღეში ანატოლი ზარნაძე გარდაიცვალა. ჩვენ დავუკავშირდით ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოს,ასევე  ბათუმში კლინიკა ,,ბაუს“ და ,, მეადალფას“. გთავაზობთ მათ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სვეტლანა ზარნაძე აცხადებს რომ ის სასამართლოში ჩივილს არ აპირებს მაგრამ მიაჩნია რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სხვა ადამიანებს დაეხმარება მეტი მოთხოვნა წაუყენონს ჯანდაცვის ორგანიზაციებს ხოლო კლინიკები კი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პაციენტების ჯანმრთელობის დაცვას.

მსგავსი სტატიები