სიახლე 

ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ფოთში 14 01 20

სამოქალაქო მოძრაობა ,, ქალაქის ხმის“ ინიციატივით და ფოთის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მას ქალაქის რამდენიმე ორგანიზაციაც შეურთდა. აქციის მონაწილეები 12საათზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისკენ გაემართნენ. აქცია მალთაყვაში ე.წ გეოლოგთა სასტუმროში მცხოვრებ ოჯახებთან სტუმრობით დაიწყო, რის შემდგომაც მათ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელები მოინახულეს. შემდგომ აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ, მათ სასურსათო პაკეტები გადასცეს. აქციის მონაწილეებმა 80ზე მეტ ოჯახს გაუწიეს დახმარება.

მსგავსი სტატიები