სიახლე 

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება 15 01 20

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება,პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა, მოხდა სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჯერად გამოცხადებულია ტენდერი პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. ფოთში მყოფმა სახელმწიფო რწმუნებულმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის სამი საკვანძო ქუჩის სრული რეაბილიტაციის საკითხზე. მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება აკაკის, წმ. გიორგის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია

მსგავსი სტატიები