სიახლე 

ფოთში 2020 – წლის პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართა 20 01 20

ფოთში საკრებულოს დარბაზში 2020 წლის 1-ლი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკანალიზაციო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების განხილვას ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს საკრებულოს წევრები: დარეჯან ცხვიტარია და სამსონ კუტალია დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს პეტიცია, რომელიც მიუსაფარი ძაღლების პრობლემის აღმოფხვრას ეხება. პეტიციის თანახმად, მოსახლეობა დაფინანსების გაზრდას ითხოვს, რომ ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაქცია უფასო იყოს. რასაც საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

მსგავსი სტატიები