სიახლე 

ფოთში საჯარო კითხვის დღე გაიმართება 30 01 20

5 თებერვალს წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე “ ღონისძიებას, სახელწოდებით „სევდის ბაღს შევალ“, მართავს და ორგანიზატორთა განცხადებით ის ცნობილი ქართველი პოეტის, ბესიკის დაბადებიდან 270 წლის იუბილეს მიეძღვნება. ამასთან ერთად ლიტერატურული სალონი აგრძელებს რუბიკას ,,ეს ჩემგან“. მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ შეარჩიონ საყვარელი ლექსი თუ ფრაზა და ჩაწერონ ვიდეო, რომელიც როგორც „მეცხრე ტალღა“-ს ეთერში , ასევე სოციალურ ქსელებშიც განთავსდება. ლიტერატურული სალონ „გულის სამელნე“ -ს პროექტი „ეს ჩემგან“ უკვე მეორე წელია ხორციელდება და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

მსგავსი სტატიები