სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 04 02 20

პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში გრძელდება. მის დასრულებას ამ კვირის ბოლომდე ვარაუდობენ. თუმცა მანამდე, პრეზიდენტი ტრადიციულად კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე ყოველწლიური სიტყვით უნდა წარდგეს. როგორია 5 თებერვლის გამოსვლის მოლოდინები.

მწვანე წყალმცენარეების მასას ხშირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ იმის გამო, რომ ოკეანეებში მკვდარი ზონები იქმნება და როდესაც ასეთი წყალმცენარე ყვავის, გუბურებს ტოქსიკური მასით ფარავს. მაგრამ ამ მწვანე წყალმცენარეებს ადამიანებისთვის საჭირო თვისებები და ფუნქციებიც აქვთ: მწვანე მასისგან მიიღება ნახშირბადის მიმართ ნეიტრალური საწვავი, საკვები და ნაწარმი, და მისი მოყვანა მარილიან წყალში და უდაბნოშიც კი შეიძლება.

ოსკაროსანი რეჟისორის, სემ მენდესის მიერ ომის თემაზე შექმნილმა დრამამ: „1917“- “ოსკარზე” 10 ნომინაცია მოიპოვა, რომელიც მას კინოაკადემიის ჯილდოს ერთ-ერთ წამყვან პრეტენდენტად აქცევს. ფილმი, პირველი მსოფლიო ომის დროს ორი ახალგაზრდა ჯარისკაცის ამბავს აღწერს, რომელთაც ჰქონდათ დავალება, 1600 ბრიტანელი ჯარისკაცი გაეფრთხილებინათ, რომ გერმანელთა ძალებს ისინი ხაფანგისკენ მიჰყავდა.

დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით „სტუდია ვაშინგტონს“ – „ამერიკის ხმისა“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივ პროექტს. ჩვენი გადაცემების ნახვა და სიახლეებისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. დროებით.

მსგავსი სტატიები