სიახლე 

ფოთში საქართველოს ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში გაიმართა 04 02 20

1-2 თებერვალს ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით, საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლამ, მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიამ, აბაშის ნიჩბოსნობის სკოლამ და სპორტულ კლუბებმა «მალთაყვამ», «კოლხა-2016-მა», «კაიაკმა» და «არგომ» მიიღეს . სპორტსმენები სანიჩბოსნო ტრენაჟორ «კონცეპტზე» 6 000მ ., 4 000მ, 2 000მ, 1 500მ, 1000მ და 500მ დისტანციებზე ასპარეზობდნენ გამოვლინდნენ გამარჯვებულები , როგორც უფროს ასაკში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. მამაკაცების უფროს ასაკში I ადგილი ნოდარ მარტოლეკმა მოიპოვა, II კი გიორგი კანთელაძე იყო.

18 წლამდე ასაკში ჩემპიონი საბა ქველაძე გახდა II გიორგი ბურდული, ხოლო III ლაშა ლორია გახდა.

16 წლამდე ასაკში საუკეთესო შედეგი თემურ გაგუამ აჩვენა, II ადგილზე ზურაბ მისაბიშვილი გავიდა III ადგილის მფლობელი კი გიორგი მარტოლეკი გახდა.

14 წლამდე ასაკში ჩემპიონობა არავის დაუთმო მატვეი დემაკოვმა. მეორე და მესამე ადგილზე კი ტატო დაუშვილი და დავით კაპანაძე გახდნენ.

12 წლამდე უმცროს ასაკში I ადგილზე ლუკა ნემსიწვერიძე გავიდა, II ანდრია იობიძე იყო ,ხოლო III კი საბა ძნელაძე.

გოგონებს შორის: 16 წლამდე ასაკში ჩემპიონობა მარიამ კუხალაშვილმა მოიპოვა II კი ლოლა ჩორგოლაშვილი გახდა.

12 წლამდე უმცროს გოგონათა შორის პირველობა ლიზი ჭანტურიამ მოიპოვა.

აღსანიშნავია რომ შარშანდელი შემოდგომიდან საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრებს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი ოლეგ სტეფანოვსკი ავარჯიშებს, ის 80-იანი წლების ბოლოდან მოღვაწეობს სპორტის ამ სფეროში, მრავალგზის აქვს მოპოვებული ჩემპიონის და პრიზიორის ტიტული, ოლეგ სტეფანოვსკის თქმით აკადემიურ ნიჩბოსნობაში შემთხვევითი ხალხი არ ხვდება, აქ სპორტსმენებს ბოლომდე გახსნის საშუალება აქვთ და ცხოვრებაშიც წარმატებას აღწევენ. ჩემპიონატში სულ 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსგავსი სტატიები