სიახლე 

ამერიკის ხმა 05 02 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს.

ამერიკაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კანონის მეოცე წლისთავი ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ზომების შემოღებით აღნიშნა. ის ტრეფიკერების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას და მსხვერპლის მხარდამჭერ სამსახურებს გააძლიერებს.

ბრიტანეთმა, რამდენიმე წლიანი განხილვებისა და მოლაპარაკებების შემდგ ბრექსიტს მიაღწია და ევროკავშირს გამოეყო. რა მოხდება ახლა? როგორი იქნება ბრიტანეთის მომავალი? რას ფიქრობს ხალხი და გააგრძელებენ თუ არა ბრიტანეთი და ევროკავშირი საქმიან ურთიერთობას? სწორედ ამაზე მოგიყვებით შემდეგ სიუჟეტში.

გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება სამსახურში ყოველ დღე კარნავალი რომ გქონოდათ? ამერიკელმა კელი კარნსმა გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობა სწორედაც კარნავალების, ფესტივალებისა და განსხვავებული თემატიკის კლასების მოწყობა უნდა ყოფილიყო. შემდეგ სიუჟეტში მოგიყვებით იმას, თუ რა გამოვიდა ამ იდეისგან.

დღეისათვის სულ ეს იყო. სტუდიიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობდა. „სტუდია ვაშინგტონი“ „ამერიკის ხმის“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი ეთერში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადის. ჩვენი გადაცემების ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com. შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. ნახვამდის.

მსგავსი სტატიები