სიახლე 

ფოთის მერიაში მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა 06 02 20

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ინფორმაციით მას მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. როგორც ცნობილი გახდა მოქალაქე გიორგი ანთიძემ მერიას დღის პირველ ნახევარში მიმართა. მას სურდა მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ კანცელარიაში განცხადება დაეწერა. გიორგი ძმასთან ერთად ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, თუმცა იპოთეკური სესხის გამო ბინა დაკარგეს და უსახლკაროდ დარჩნენ. მისი ძმა არის ძალიან მძიმედ დაავადებული, საავადმყოფოში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები