სიახლე 

ფოთის სამშობიარო სახლში ქალთა კონსულტაცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება 12 02 20

ფოთის 100 წლიანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე სამშობიარო სახლი, სადაც არაერთი სახელოვანი ექიმი მოღვაწეობდა და არაერთი საამაყო ფოთელი დაბადებულა, დღეს არ ფუნქციონირებს. ქალაქის ერთადერთი სამშობიარო სახლი 2002 წელს საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა, კოლექტივმა იძულებით შეიძინა და პროფილი შეინარჩუნა. სამედიცინო სფეროს სწრაფად განვითარდებამ და შესაბამისად მოთხოვნების გამკაცრებამ, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სამშობიაროს კოლექტივის ძალებს აღემატებოდა, სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლების შეჩერება გამოიწვია . ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ინვესტორთან- ქუთაისის სამშობიარო სახლ „ბომონდთან“ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და ფოთს მალე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ექნება, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაც მოეწყობა. ფოთის სამშობიარო სახლში ქალთა კონსულტაცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება

მსგავსი სტატიები