სიახლე 

ფოთს ირანის დელეგაცია სტუმრობს 12 02 20

ფოთს სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი_ ჯამალოდინ აზიზი ბონდარაბადი, მოჰამად იარმანდი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ელაჰე ჯურაბი_ ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუმრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები.
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, სტუმრები დაათვალიერებენ ფოთის ღირშესანიშნაობებს, სამრეწველო ზონასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ობიექტებს.

მსგავსი სტატიები