ფოთს სამუშაო ვიზიტით უკვე მეორე დღეა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაცია სტუმრობს. დღეს ისინი ფოთის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა იაზდის დელეგაციის წევრებს ფოთის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...