სიახლე 

“ეს ქვეყანა შენია” მე-4 გადაცემა. ფოთი 12 02 20

პროექტ „ეს ქვეყანა შენია“-ს მე-4 გადაცემა. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. დღევანდელი გადაცემა მთლიანად ადვოკატირების თემას დაეთმო. რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა, როგორია სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მის მოგვარებაში ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ბლოკში სტუდიაში მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა და იურისტი მაია დარასელია, ხოლო მეორე ბლოკში „სამოქალაქო განთლებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი მოისწრაფიშვილი და სამოქალაქო აქტივისტი , იურისტი დავით შეროზია.

მსგავსი სტატიები