სიახლე 

„დიოსკურიას” ოფისში ასოციაცია „ჰანგის” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 14 02 20

ასოციაცია დიოსკურიას ოფისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია ,,ჰანგის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა თვითდასაქმების წახალისებით ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ სრულუფლებიან წარმომადგენლებს. პროექტის ფარგლებში ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული 90 ბენეფიციარი გაივლის ტრენინგ სემინარს ბიზნეს პროექტის წერაში და გაეწევათ უფასო ბიზნეს კონსულტაცია. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და გაიცემა 9 ბიზნეს გრანტი თითეულ მუნიციპალიტეტში. ერთ პროექტზე 800 ლარია გათვალისწინებული. პროექტი მხარდაჭერილია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების მცირე საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

მსგავსი სტატიები