სიახლე 

ფოთში სოლომონ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 14 02 20

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის სოლომონ (სულიკო) კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პეიზაჟი, ნატურმორტი და პორტრეტები. სოლომონ კალანდაძე დაიბადა 1956წლის 14თებერვალს გურიაში. ბავშვობიდან იტაცებდა ხატვა, თუმცა განათლება ამ კუთხით არ მიუღია. უყვარს ბუნება და მოგზაურობა, სწორედ ამიტომ მის ნამუშევრებში პეიზაჟები სჭარბობს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ძალოვან სტრუქტურებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100მდე ნამუშევარი.

მსგავსი სტატიები