სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა 17 02 20

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ში ერთდროული თამაშის სეანსი გაიმართა. სეანსი ჩაატარა საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა , ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, მრავალი რესპუბლიკური და რეგიონალური ტურნირების გამარჯვებულმა კახაბერ კიზირიამ. სეანსში 2020 წლის ფოთის გრან-პრის და საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის წარმატებული მოჭადრაკეები: ნია ჭითანავა, სალომე ლემონჯავა, ალექსანდრე ჭავჭანიძე, ბარბარე კულუა, გიორგი ფხაკაძე, თევდორე გონჩაროვი, მარიკა ბართაია, ნიკოლოზ ჩაჩავა, ალექსანდრე თარგამაძე, ანდრეა მიქაბერიძე, ანდრეა კაკულია, ნიკოლოზ ფაცია და იაკობ რატიანი მონაწილეობდნენ.

მსგავსი სტატიები