სიახლე 

ფოთში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა 25 02 20

ფოთში, საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის- ,,ხანმოკლე მეოცე საუკუნე“, ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ისტორიკოსი სილოვან გვასალია, რომელმაც წაიკითხა ლექცია, სადაც მიმოიხილა დამოუკიდებლობის წლები ფოთში.

შეხვედრას ბიბლიოთეკის მკითხველები ესწრებოდნენ.

ნიკო ნიკოლაძის კოშკში კი 1921 წლის ოკუპაციის ამსახველი ხელთნაკეთი პოსტერების გამოფენა -პრეზენტაცია გაიმართა. ასევე ოკუპაციისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმის ,,იუნკერების“ ჩვენება შედგა. მოეწყო დისკუსიაც, სადაც დამსწრეებმა ოკუპაციისადმი საპროტესტო დამოკიდებულები დააფიქსირეს.

დღის ბოლოს ფოთის თეატრში მე-3 საჯარო სკოლის ორგანიზებით სპექტაკლი ,,ახლა ეს ლექსი სხვა სამარეა“ გაიმართა. რომლის რეჟისორიც ლევან მაშავაა.

ოკუპაციის დღე საქართველოში პირველად 2011 წლის 25 თებერვალს აღინიშნა. ამ დღეს საქართველოში ყველა სახელმწიფო დროშა ეშვება და ცხადდება წუთიერი დუმილი. საქართველოს გარდა ოკუპაციის დღე აღინიშნება ლატვიასა და მოლდოვაშიც.

ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები