სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა 27 02 20

ფოთში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, სადაც 2 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად დეპუტატებმა ფოთის სერვისების ცენტრის ანგარიში მოისმინეს, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია. ,,ევროპული საქართველოს“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სერვისების ცენტრს მენეჯმენტი დაუწუნეს და თანხების არაეფექტურ ხარჯვაში დაადანაშაულეს, პასუხად ვერა ლაღიძემ განაცხადა, რომ არსებული პრობლემები არასაკმარისი ტექნიკური საშუალებების და სხვა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, რომლის აღმოფხვრის შემდეგ, მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მეორე საკითხი მალთაყვის განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს ეხებოდა. სხდომაზე დამსწრე კერძო მესაკუთრემ ვახტანგ ალანიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აღნიშნული საკითხის დამტკიცებით, როგორც მისი, ასევე ათეულობით კერძო მესაკუთრის ინტერესები ილახება. არქიტექტურის სამსახურის უფროსის თენგო შონიას თქმით, ყოველი ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული და შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.

მსგავსი სტატიები