მორიგი საღამო გაიმართა ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში. მუზეუმმა ამჯერად გურული ფესვების მქონე პოეტსა და მსახიობს სოფიო ღლონტს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის ხალხმრავალ შეხვედრაზე სტუმრები ვანიდან, ფოთიდან, ბათუმიდანაც იყვნენ. სოფიო ღლონტმა მართლაც სასიამოვნოდ გააკვირვა ის მსმენელი, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობდა. ქალბატონ სოფიოს აშკარად ემჩნეოდა მისი მეორე პროფესია არტისტობა, იგი თავისი ლექსებით ნუსხავდა შეკრებილ საზოგადოებას, ყველამ იხალისა და ტაში დაუკრა დიმიტრი ბერიძის მიერ სახელდახელოდ დაწერილ ლექსს, რომელიც სოფიოს სტუმრობასა და ლანჩხუთის მასპინძლობას შეეხებოდა, ფეხზე წამოუდგნენ აკაკი გოგუას, რომლის ლექსებიც პატრიოტიზმით არის გაჟღენთილი, ტრადიციულად ემოციური გამოვიდა მისი გამოსვლები, ჯემალ დობორჯგინიძე თავის სტილში მოეფერა და ლექსები წაუკითხა სტუმრებს. თავისი ლექსი წაიკითხა ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის გამგემ – მაია ჩხაიძემ. ისაუბრა მხატვარმა და მსახიობმა ირაკლი კალანდარიშვილმა, იმღერა ანსაბლმა ,,ცისიერმა“, ულექსოდ არც მათ დაუტოვებიათ სტუმრები. აქტიურობდნენ ვანიდან ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც გამოირჩეოდნენ, როგორც შემოქმედებითად, ასევე იუმორით. იყო წუხილიც, საქართველოში შემოქმედებითი ცხოვრების არც თუ კარგად მიმდინარეობის გამო.
მსგავსი სტატიები
-
როგორია ეუკარბონის მოქმედების მექანიზმი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ცხოვრების თანამედროვე სტილმა მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა, იგივე შეკრულობა, რომელსაც 21-ე... -
ექსპრეს ლომბარდი ფოთშია – რატომ უნდა აირჩიოთ მისი მომსახურება?
ლომბარდის შერჩევაზე შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, რადგან ექსპრეს ლომბარდი ფოთშია (ფარნავაზ მეფის ქ.N5) მის ფილიალებში მიიღებთ ყველა... -
,,პოლიტიკა აღარ არსებობს და რაც არ არსებობს იქ ყოფნა არ მინდა”
კვლევები ადასტურებს, რომ ქალ პოლტიკოსებზე ხშირი და დაუსრულებელი თავდასხმების გამო, რისი ნაწილიცაა გენდერული დეზინფორმაციაც, პოლიტიკას ქალები...