სიახლე 

ფოთის ბიბლიოთეკაში საქართველოს ნიჩბოსანთა ფედერაციის ყრილობა გაიმართა 05 03 20

საბიბლიოთეკო გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრთა ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე მოისმინეს ფედერაციის პრეზიდენტის ვახტან ალანიას ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. შემდგომ, ყრილობის წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, და გამგეობის წევრები აირჩიეს. ფედერაციის პრეზიდენტი მეორე ვადით ვახტან ალანია გახდა, ვიცე-პრეზიდენტი აბაშის კლუბის წევრი გოჩა სიმონია. გამგეობის წევრები კი ვალერი მიქაია, რომან მიქაძე და ფრიდონ ბირკაია გახდნენ. ყრილობის დასასრულს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ სტეფინოვსკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დამსწრეებს ჩასატარებელი შეჯიბრებების განრიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სტატიები