ფოთის მერი გოჩა კურდღელია საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა. მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ადმინისტრაციულ შენობებში, სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნება სახელმწიფო უწყებებს და დაკვირვება მოხდება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე. ამ ეტაპზე სამუშაოები ჩატარებულია სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...
ნაბადაში (მდ. რიონის შესართავისპირა საზღვაო სივრცეში, ნაბადის კუნძულის საზღვაო აკვატორიაში) სამეცნიერო-კვლევითი ბადეები მოიპარეს. სამეცნიერო-კვლევა გარემოს დაცვისა...