სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 6 ადამიანი იმყოფება 13 03 20

„თვითიზოლაციაში ამჟამად არის 6 ადამიანი, აქედან ორი მდედრობითი სქესისაა. ერთი არის ჩამოსული იტალიიდან, ერთი – საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. რაც შეეხება ასაკს, ერთი 18 წლისაა, დანარჩენები არიან 30-დან 45 წლამდე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არცერთს არ აღენიშნება ტემპერატურა. არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად. ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა, ან ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ. დღეისათვის სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დარღვევას არა აქვს დგილი” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სტატიები