სიახლე 

ფოთში სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა 16 03 20

ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ინიციატივით შედგა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით
– შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. -ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით.
– იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით, თითოეული მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით.
– ეპარქიის თითოეულ ტაძარში, ყოველ კვირას წირვის მსახურებას მოებმება წყლის კურთხევა, ეგრეთწოდებული მცირე აიაზმა.
– ჯვრის თაყვანისცემის კვირას 12 საათზე, ფოთის საკათედრო ტაძრის წყალკურთხევის შენობაში შესრულდება დიდი აიაზმა.
– ეპარქიის ტაძრებში მონაცვლეობით ყოველ ხუთშაბათს 12 საათზე შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო.

,,თითოეულ ტაძარში ყოველდღიურად შესრულდება სავედრებელი ლოცვა, პარაკლისი“- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მდივანმა, დეკანოზ ამბროს ხოშტარიამ.

მსგავსი სტატიები