სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება 17 03 20

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 33-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფთაგან საბერძნეთიდან დაბრუნებული 2, 30-35 წლის მამაკაცი მზადდება საკარანტინო სივრცეში განსათავსებლად (ზუსტი ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის). ასევე, ერთი ფოთელი ქალბატონი, რომელიც იტალიიდან დბრუნდა, უკვე განთავსებულია წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისათვის არც ერთ იზოლირებულ პირს კოვიდ 19 ვირუსის შესაბამისი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ” ჯერ-ჯერობით არცერთს არ ჭირდება ანლიზების აღება, რადგან კლინიკურად არანაირი გამოვლინება არა აქვთ, ყველა არის ჯანმრთელი, მაგრამ რომელიც უფრო რისკის ჯგუფია, იმათ ვაგზავნით საკარანტინოში. დანრჩენებს ვაკვირდებით 14 დღის გნმავლობაში, თუ მანამდე რამე კლინიკური გამოვლინება იქნა, ავუღებთ ნაცხს და ვირუსის დადგენის შემთხვევაში გადავიყვანთ ჰოსპიტალში.” – განაცხადა ჩვენთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სტატიები