სიახლე 

ფოთში აჭარა ტექსტილის საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფებოდა 19 03 20

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა. იგი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა პირბადის შეკერვაში თავად მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა , რომელსაც ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან აქვს. მისივე თქმით, შემდეგ კი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორში დასაქმებულები იქნებიან . მინისტრის განცხადებით, პირბადეები კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით. საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია ჯანდაცვის ეროვნულ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება, პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ, ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად სამედიცინო მუშაკებისთვის იქნება ერთჯერადი. ეს პირბადეები იკერება ათამდე სამკერვალო ფაბრიკაში, ვინც გმოთქვა სურვილი ჩაერთოს ამ პროგრამაში და ამ ეტაპზე სახელმწიფო თვითონ ქმნის მარაგს, რადგან ნედლეულების მოწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქზე და და ამ კონტაქტებს ვიყენებთ იმისათვის რომ შეუფრხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება. ამჟამად გვაქვს საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელმწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფთან – განაცხადა ნათია თურნავამ .

მსგავსი სტატიები