კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით გაჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურება. მოქალაქეების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით შეუძლიათ, რომელიც სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღე მუშავდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის ტრანსპორტის უფროსს ლადო გუნიავას ვესაუბრეთ.
ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა პროფესიონალები: ფოთი (ფოთი)არწივები (ოზურგეთი) არმია (თბილისი)მოყვარულები:ჯარი დასავლეთი black coast...
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...