სიახლე 

20 მარტს 20:00 – საათზე გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა 17 03 20

პარასკევს 20 მარტს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ამჟამად მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემას დაეთმობა. მოხალისეების მნიშვნელობა განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში დგება, ისეთში, როგორშიც ახლა არა მარტო ჩვენი ქვეყანა არამედ მთელი მსოფლიოა. სახელმწიფო სტრუქტურებს ადამიანური რესურსის დეფიციტი უჩნდებათ და სწორედ ამის აღმოსაფხვრელადაა საჭირო აქტიური მოქალაქეების ძალისხმევა. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

მსგავსი სტატიები