სიახლე 

ტოტალიზატორები კორონა ვირუსთან საბრძოლველად 1 მილიონ ლარს რიცხავენ 20 03 20

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: კროკობეთი, აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, და ბეთლაივი, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება გამოეყოთ ჯამში 1 000 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს საქართველოში კორონა ვირუსის (Covid 19) წინააღმდეგ ბრძოლა.
აღნიშნული თანხა მიემართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

Covid 19-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად შექმნილია პეციალური ვებგვერდი: https://stopcov.ge/, სადაც უწყვეტად თავსდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება და სიახლე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

მსგავსი სტატიები