სიახლე 

,,ეს ქვეყანა შენია” მე-5 გადაცემა 20 03 20

პარასკევს 20 მარტს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში პროექტის ფარგლებში „ეს ქვეყანა შენია“ს მეხუთე გადაცემა გავიდა. ჩვენი ეთერი, ამჟამად მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემას დაეთმო. გადაცემის სტუმრები პირველ ბლოკში ფონდ ,,ქველმოქმედი- 2015“ის დამფუძნებელი და ქალთა კლუბის თავმჯდომარე იამზე გორგოტაძე და ,,კეფალის ფესტივალის” ორგანიზატორი ნანა ტაბიძე იყვნენ . ხოლო მეორე ბლოკში ასოციაცია ,,თავისუფალი თაობის“ დამფუძნებელი შორენა მირცხულავა, ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის ექიმი ეკატერინე ლომინაძე და სურდო თარჯიმანი ზვიად ჯანელიძე იმყოფებოდნენ. გადაცემის მესამე ბლოკში კი ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კვინჩია იყო. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

მსგავსი სტატიები