სიახლე 

ფოთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემა დაიწყო 26 03 20

ფოთში საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო. მშობლები სასურსათო პროდუქტის გატანას მათივე შვილების ბაღებიდან ახორცილებენ. აღნიშნულ პროცესს ადგილობრივი და სამხარეოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასურსათო ამანათები სულ 1904 ბავშვისთვის მომზადდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების, ხელმძღვანელის მაკა ზარანდიას თქმით, პროდუქტების გაცემისას დაცულია კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა ზომა. აღსანიშნავია რომ, ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები განმეორებითაც განხორციელდა .

მსგავსი სტატიები