სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირები ონლაინ იმართება 27 03 20

https://www.youtube.com/watch?v=fotBM0cEirY

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოგიწოდებთ გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები და სახლში დარჩეთ!   

სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაიდო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა ტურნირი.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინში, თვითიზოლაციაში,   სახლში ყოფნა უფრო საინტერესო რომ გახდეს ფედერაციამ დაიწყო ელვისებურ ჭადრაკში ‘ონლაინ’ ტურნირების პროექტი მსოფლიოში პოპულარული აპლიკაციის: chess.com – ის პლატფორმაზე, ფედერაციის გვერდის (https://www.chess.com/club/georgian-chess-federation) გამოყენებით.

ფედერაცია ყოველდღიურად ატარებს  ტურნირებს ელვისებურ ჭადრაკში სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები კი დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით. (ბავშვებისათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემაში საჭადრაკო გაკვეთილებზე დასწრება; მოყვარულთათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემა ‘ჭადრაკი და ხელოვნება’ მონაწილეობა; ონლაინ გაკვეთილი დიდოსტატთან, ონლაინ თამაში დიდოსტატთან და სხვა საინტერესო სიურპრიზები)

პირველი ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა 22 მარტს, 18:00 საათზე.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად უნდა  დარეგისტრირდეთ: www.chess.com  და გაწევრიანდეთ ფედერაციის მიერ შექმნილ

‘ონლაინ კლუბში’ https://www.chess.com/club/georgian-chess-federation).

რეგისტრაციისას საჭიროა გამოიყენოთ რეალური ვინაობა, რომელიც გააადვილებს მოჭადრაკის იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანია პრიზის გადასაცემად.

ამავე გვერდზე იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას თითოეულ ტურნირზე.

მსგავსი სტატიები