სიახლე 

ფოთში პირბადეების დარიგება მიმდინარეობს 31 03 20

ფოთში , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პირბადეები თავდაპირველად გადაეცემა მათ, რომლებიც არსებული საფრთხის მიუხედავად ემსახურებიან მოსახლეობას. ამ კატეგორიაში არიან – 70 წელს გადაცილებული ადამიანები,მებაჟეები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში და პოლიციელები. მათივე ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც. პირბადეები დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული, შეკერილია დოლბანდისგან და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება. პირბადეები ფოთში , სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ,,აჭარა ტექსტილში“ შეიკერა.

მსგავსი სტატიები