სიახლე 

„ლუღი“-ს ვიდეოს გმირს საჩუქრები მიუტანეს 08 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩვაძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა. 5 წლის გოგონამ, რომლის ვიდეომ ,,ლუღის“ შესახებ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა, მხარის რწმუნებულისგან საჩუქრად ის ნივთები მიიღო, რაზეც ის ვიდეოში ოცნებობდა. ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა, მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა. ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაპირდა. 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში მამასთან, ბებიასთან და მამიდასთან ერთად ცხოვრობს.

მსგავსი სტატიები