სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა 12 04 20

დღეს მართმადიდებელი ეკლესია ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს. მრევლი სადღესასწაულო ლიტურგიას ტაძრის ეზოში, სპეციალურად მათთვის მონიშნულ ადგილზე ისმენდა და სოციალურ დისტანციას იცავდა. ზიარება კი უცვლელად ჩატარდა.

მსგავსი სტატიები