სიახლე 

ფოთში ინფიცირებულის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ 15 04 20

ფოთში, კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრებს კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. ისინი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილები. ბიოლოგიური მასალის პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს განცხადებით ამჟამად, მიმდინარეობს მეზობლების თერმოსკრინინგი და ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია.

მსგავსი სტატიები